Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ავტომობილები გაძვირდა

BM.GE
14.07.22 08:51
170
საქართველოში იმპორტირებულ ავტომობილებზე ფასები გაიზარდა. დაკორექტირებულია, როგორც ახალი, ასვე მეორადი ავტომობილების ღირებულება. საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები აღნიშავენ, რომ ფასის ზრდას რამდენიმე განმაპირობებელი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, გაძვირებული ლოგისტიკა და მიკროჩიპების წარმოების შეფერხებით მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის რღვევა. ანუ, ბაზარზე ავტომობილების შესყიდვაზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა დეფიციტურობიდან გამომდინარე მწარმოებლების მიერ ბაზრისთვის მისი სასურველი ოდენობით მიწოდეა ვერ ხერხდება.