Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბიზნესი შრომის უსაფრთხოების კანონის გავრცელების სფეროებსა და საჯარიმო სანქციებს აპროტესტებს

5a85a5f2aa235
ელენე გოგბერაშვილი
15.02.18 19:22
1051
"შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტის პირველად ვარიანტში ცვლილებები შევიდა. პარლამენტში, მეორე საკომიტეტო მოსმენაზე წარდგენამდე მასში რიგი დებულებები დაზუსტდა, მათ შორის კანონის გავრცელების სფეროებთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებული საკითხებიც. სწორედ აღნიშნულ ორ დებულებასთან დაკავშირებით გამოითქვა ყველაზე მეტი პრეტენზიები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მხრიდან.

პირველად დოკუმენტთან შედარებით გაორმაგებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები, რაც 100 ლარიდან 50 ათას ლარამდე განისაზღვრა.

"სანქციები არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის ეფექტური სისტემის შექმნა. სანქციებით და დაჯარიმებით და განსაკუთრებულად ასტრონომიული სანქიცებით, რასაც ჩვენ ვისმენთ, ჩვენ ვერ მივაღწევთ ეფექტური სისტემის შექმნას. ბუნებრივია სანქციები უნდა იყოს, მაგრამ ეს უნდა იყოს გონივრული და ყურადღება უნდა მიექცეს დარღვევის გამოსწორებას და არა დაჯარიმებას’’, -აცხადებს ბიზნესაოსციაციის იურისტი, ნიკა ნანუაშვილი.

დამსაქმებლებს პრეტენზიები აქვთ ასევე სასამართლოს ნებართვის გარეშე ინსპექტირების განხორციელების უფლებასთან დაკავშირებითაც. ინსპექტორის აპარატი სასამართლოს შესაბამისი ნებართვისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ დარღვევების შესახებ მათთან შეტყობინება შევა.

"მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე უნდა ვრცელდებოდეს კანონპროექტი, ასევე სასამართლო ხელისუფლების ჩართვით უნდა ხდებოდეს კომპანიებში ვიზიტები და სანქციები უნდა იყოს ეფექტური და ოპტიმალური’’-აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, მიხეილ კორძახია.