Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

განათლების მინისტრი სტუდენტებს მიმართავს

5a8d21375bd9a
BM.GE
21.02.18 11:30
809
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ავტორიზაცია შეჩერებულ უნივერსიტეტის სტუდენტებს მობილობის საშაულება ექნებათ. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღეს კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მთავარი საზრუნავი გახლავთ განათლების ხარისხი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ სრული სიმართლე უნდა უთხრას ყოველ სტუდენტს, ყოველ აბიტურიენტს, ყოველ მშობელს და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს მხოლოდ ის უნივერსიტეტი, რომელსაც გააჩნია მაღალი აკადემიური ხარისხი. რამდენიმე უნივერსიტეტს შეუჩერდა ავტორიზაცია სწორედ ხარისხის დონიდან გამომდინარე და მინდა, პირველ რიგში მივმართო ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს: მე ადამიანურად ძალიან კარგად მესმის, რომ მათთვის საკმაოდ ძნელი მოსასმენია ის გარემოება, რომ მათ უნივერსიტეტებს შეუჩერდათ ავტორიზაცია, მაგრამ მინდა ყოველი სტუდენტი დავარწმუნო, რომ არცერთი მათგანი არ დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე. მათთვის სპეციალურად გამოცხადდება მობილობის პროცესი და საშუალება ექნებათ, თავისი სურვილისამებრ გადავიდნენ ავტორიზებულ, მაღალი ხარისხის მქონე უნივერსიტეტებში. ჩვენი სამინისტრო და ხარისხის ეროვნული ცენტრი მაქისმალურად დაეხმარება მათ ამ პროცესში. ეს ითვალისწინებს მათთან კონსულტაციებს, უმაღლეს სასწავლებლებთან კომუნიკაციას, ასევე, ჩვენ მაქსიმალურად ჩართული ვიქნებით ყველა სტუდენტის დაკვალიანებაში", - განაცხადა ჩხენკელმა.

განათლების მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრის მზადყოფნაც გამოთქვა.

"ნებისმიერ მათგანისთვის, ვისაც სურვილი აქვს, კიდევ უფრო დეტალურად ისაუბროს ჩემთან ამ თემაზე, ჩემი კარი ღიაა და მზად ვარ, დღესვე შევხვდე ამ სტუდენტებს", -დასძინა ჩხენკელმა.