Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ახალი მოთხოვნა დამსაქმებლებს - რა შენიშვნები აქვს ბიზნესს?

BM.GE
20.07.22 14:58
217
მთავრობა ბიზნესს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ახალ მოთხოვნებს უწესებს. შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშია მიღებული, უკვე დამტკიცდა. ახალი რეგულაცია დამსაქმებლებს სამუშაო სივრცეში, პირველადი სამედიცინო დახმარების ერთი ან მეტი ოთახის განთავსებას, დახურული სამუშაო სივრცის სტანდარტებთან მოყვანას და სხვა ტექნიკურ მოთხოვნებს უწესებს. ახალი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების აღსრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელი რგოლი შრომის ინსპექციაა. დღეს მთავარმა ინსპექტორმა დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს აღნიშნული ახალი მოთხოვნები გააცნო. 

აქვს თუ არა ბიზნესს შენიშვნები, და რა საკითხები დააყენეს ბექა ფერაძესთან შეხვედრაზე კომპანიები? 

სტუმარი: თამარ დოლიძე - „თეგეტა მოტორსის“ შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის უფროსი;