Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სალვუს დეველოპმენტის" საქმეზე გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს

59f8519e2bf04
BM.GE
31.10.17 14:33
807
სამშენებლო კომპანია „სალვუს დეველოპმენტის“ საქმეზე გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „საქმის კურსს“ განუცხადეს, რომ კომპანიის წარმომადგენლის დაკავება გუშინდელი ინციდენტის შემდეგ არ მომხდარა. უწყებაში დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ და აცხადებენ რომ გამოძიება 151-ე მუხლით მხოლოდ ერთი პირის მიმართ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის დირექტორსა და კლიენტებს შრის დაპირისპირება „სალვუს დეველოპმენტის“ ოფისთან გუშინ მოხდა. კლიენტი კომპანიას მშენებლობის დასრულების ვადების დარღვევაში ადანაშაულებს, რასაც თავად კომპანიაში უარყოფენ.