Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვის ტენდერი ჩაიშალა

5a74896d05dcb
BM.GE
02.02.18 19:47
769
კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვის ტენდერს ჩაშლილად აცხადებს.

"მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ მუშაობა დაიწყო. კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები, რომელიც ხასზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური სახის იყო და სატენდერო დოკუმენტის არსებით ნაწილთან კავშირი არ ჰქონდა. ამ ტექნიკური შეცდომის გამო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნულ ტენდერს ჩაშლილად აცხადებს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ორგანოა და მაქსიმალურად ღიად აწარმოებს თავის საქმიანობას, კომისია საჭირიდ მიიჩნევს, თუნდაც ტექნიკური შეცდომის გამო, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვა ჩაშალოს, რადგან არავის აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ დარჩეს”, - განმარტავენ კომისიაში.