მთავრობა დეველოპერულ საქმიანობაში Escrow ანგარიშის დანერგვის ხელშეწყობას გეგმავს, - ამის შესახებ ანტიკრიზისულ გეგმაშია ნათქვამი, რომელიც მშენებლობას და დეველოპმენტს ეხება.
ეს არის საბანკო ანგარიში, სადაც დეველოპერმა საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის თანხის არანაკლებ 20% უნდა განათავსოს. კონკრეტულად, უძრავი ქონების შეძენისას, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხების ნაწილი ESCROW ანგარიშზე გროვდება და მშენებელს მხოლოდ სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას, ან დასრულების შემდეგ შეუძლია ამ ანგარიშის გამოყენება.
დოკუმენტის მიხედვით, სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არანაკლებ 20% - ის Escrow ანგარიშის გამოყენებით რეალიზაციის ვალდებულება უკვე ამ წლიდან უნდა ამოქმედდეს. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ მსხვილ, პირველი და მეორე კატეგორიის კომპანიებზე, რომელთა ბრუნვა შედარებით მაღალია.
მთავრობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მომხმარებლებს, უძრავი ქონების დაუსრულებლობის რისკებისგან დააზღვევს. რამდენად დგას დღეს დღის წესრიგში ეს საკითხი პანდემიურ წელს და რა მოლოდინი აქვს ბიზნესს?
See all the news
All News
ბიზნესს ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისრება
საქმის კურსი - 28.01.2021 - კოლაჟი
#ამერიკისხმა - #Apple-ის 45 წლიანი ისტორია
Regional Statistics of COVID-19
საქმის კურსი - 28.01.2021_17:40 - გადაცემა სრულად
მთის კურორტებზე არსებული ბიზნესი ხელისუფლებას შეხვდა - გეგა სალუქვაძე საქმის კურსში
შესაძლოა, ბაზრობები 15 თებერვლამდე გაიხსნას
Regional Statistics of COVID-19
“აჭარისწყალი ჯორჯიას” ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს
Fines for Violation of Traffic Rules in Azerbaijan Amounted to USD 55 MLN during Jan-Sep 2020
Key Highlights in Global and Regional Markets
Q&A: ADB
EASTERN EUROPEAN DNS FORUM WAS HELD IN GEORGIA
რატომ ვერ ვმართეთ კორონავირუსი? - #Forbesკვირა პროლოგი გიორგი ისაკაძე
#საქმიანები - "გოცას პასტორალი" - ბექა გოცაძე
Q&A: Ek Law Office
WhereNext
LVMH and Tiffany Agree on Lower Price for $16 Billion Takeover
#საქმიანები - ჯიმშერის JIMSHER
Iako Khomeriki: The Whole World Is Preparing for the Vaccine Shipment