Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ახალი ვალდებულებები სარესტორნო ბიზნესისთვის

BM.GE
04.05.21 14:24
262
ახალი ვალდებულება ბიზნესს. მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ბიზნესოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას, ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად აწარმოონ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ნებისმიერ ადგილზე, სადაც მზადდება მზა საკვები. თავად HACCP-ის სტანდარტი დაფუძნებულია საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემაზე. მისი მიზანი საბოლოოდ, სურსათის უვნებლობაა. ცხადია მაღალი სტანდარტებით მუშაობა და ხარისხის გარანტია მნიშვნელოვანია, ამაზე არ ვდაობთ, თუმცა რამდენად სწორი დროა ახლა, მიმდინარე პანდემიის პირობებში ახალი ვალდებულებები ბიზნესისთვის.

სტუმარი: ლევან ქოქიაშვილი - საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი