Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აზერბაიჯანი ევროპას გაზის გაზრდილ მოცულობას მიაწვდის - რა სარგებელი ექნება საქართველოს?

BM.GE
19.07.22 16:57
303
ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს. სწორედ ამიტომ, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოს მოლაპარაკებებისთვის ეწვია. ევროპაში იმედოვნებენ, რომ აზერბაიჯანული გაზით ევროპა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მოქნილი გახდება და კრემლს შანტაჟისთვის ნაკლები შესაძლებლობა დარჩება. გარდა რუსეთისგან მომავალი პოლიტიკური საფრთხეებისგან თავდაცვისა, ევროპას ბუნებრივი აირის სტაბილური მიწოდება ეკონომიკური სირთულეების თავიდან ასარიდებლადაც სჭირდება. გუშინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, აზერბაიჯანი გააორმაგებს ევროკავშირისთვის გაზის მიწოდებას. ერთობლივ ბრიფინგზე ლიდერებმა განაცხადეს, რომ გაზის მიწოდების გასაზრდელად გაფართოვდება სამხრეთის გაზის კორიდორი. რა ცვლის შეთანხმება ევროპის ენერგოუსაფრთხოების კუთხით, რა გავლენა ექნება მას საქართველოზე?

სტუმარი: არჩილ მამათელაშვილი - ენერგოსექტორის ეკონომისტი;