04.Feb .2022 09:32

“ბადაგონი“ სასტუმრო “Alaverdi Resort”-ის მშენებლობას იწყებს

122
Back

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კომპანია „ბადაგონი“ პრემიუმ კლასის სასტუმრო Alaverdi Resort-ის მშენებლობას იწყებს. გუშინ სასტუმროს საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. იქამდე, სტუმრებმა კომპანია ბადაგონის საწარმოო პროცესი დაათვალიერეს და ამ ბრენდის მიერ ჩამოსხმული ღვინო დააგემოვნეს. კომპლექსი ფუნქციონირებას 2023 წლის აგვისტოში დაიწყებს და წლის განმავლობაში 10 ათასამდე, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ვიზიტიორის მიღებას შეძლებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 14 მილიონ ლარს შეადგენს. სასტუმროში 80 ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივები იქნებიან. სასტუმროს კონცეფცია არქიტექტორ ზვიად სურგულაძეს ეკუთვნის. სასტუმროს ინფრასტრუქტურა აუზს, ბარებსა და რესტორანს აერთიანებს. მის მთავარ ტურისტულ ღირებულებას კი 200 მეტრის მანძილზე განლაგებული ალავერდის წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსი წარმოადგენს, რომლის ტერიტორიაზეც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მოქმედი ქვევრის ღვინის მარანი და სიძველეთსაცავის მუზეუმია. იქვეა ალავერდის ჭალა და „ბადაგონის“ ქართული ღვინისა და ქართული კერძების ცენტრი. დაარსების დღიდან ბადაგონის ფინანსური მხარდამჭერი თიბისია, ბანკი ახალ ინვესტიციაშიც კომპანიას გვერდში უდგას.