Home
Category
TV Live Menu
Loading data...

RMG: ყველა დაკისრებული ჯარიმა გადავიხადეთ

5a8c2a56a7db3
სალომე მეცხვარიშვილი
20.02.18 18:00
867
"ყველა ჯარიმა, რომელიც დაგვაკისრა სახელმწიფომ, გადავიხადეთ", - ამის შესახებ RMG Gold- ის კორპორატიულმა დირექტორმა ამირან ქართველიშვილმა სახალხო განხილვაზე განაცხადა, სადაც კომპანიის გაფართოების გზშ-ზე მსჯელობდნენ. ასე უპასუხა კომპანიის წარმომადგენელმა "ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის შეკითხვებს კომპანიაზე დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით. სერგო რატიანის თქმით, 2013 წელს კომპანიას დარღვევების გამო 29 მილიონის ლარის ჯარიმა დაეკისრა, 2014 წელს კი მილიონ ლარზე მეტი.

"სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ყველა გადაწყვეტილება, რაც ეხება ჯარიმებს გვაქვს შესრულებული. ყველა ვალდებულებაში ვართ პირნათელი. რაც შეეხება აქ გაჟღერებულ რიცხვებს, თუ თქვენ მეტყვით, რომ ეს არის დასრულებული საქმე, ჩვენ მზად ვართ სამართლებრივად ეს განვიხილოთ. თითიდან გამოწოვილი თემები, რომ თითქოსდა არსებობს ყურით მოთრეული რამდენიმე მილიონი - ეს არ არის დასრულებული პროცესი... უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სამართლებრივი პროცესები",-განაცხადა ამირან ქართველიშვილმა.