Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#BAG ახალგაზრდების დასაქმებისთვის - პროფესია ენერგეტიკოსი

BM.GE
12.05.22 11:05
227
ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენება მრეწველობაში და მისი დაზოგვა საყოფაცხოვრებო სფეროში - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროცესების, რომლებიც ახალ საინჟინრო გადაწყვეტილებებსა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას მოითხოვს. ენერგეტიკის ინჟინერიის ამოცანაა გააკონტროლოს ენერგიის უსაფრთხო და რაციონალური განაწილება. ხოლო ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, შენდება ახალი სადგურები ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები და გვჭირდება მეტი ახალგაზრდა პროფესიონალი კადრი, რომელიც კონკრეტულად ენერგეტიკის სფეროში დასაქმდება. რატომ არის ეს პროფესია პერსპექტიული და სად შეიძლება დასაქმება?

არსენ დევრისაშვილი - „მტკვარი ენერჯის“ ოპერატორი;
გრიგოლ ხიდაშელი - „მტკვარი ენერჯის“ ენერგეტიკოსი.