Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ნატახტრის სასაკლაო თიბისი ბანკის საკუთრებაში გადავიდა"

5a700925118d1
თამუნა დემეტრაშვილი
30.01.18 10:00
850
"იბერ მით ჯორჯიას" კუთვნილი ნატახტრის სასაკლაო თიბისი ბანკის საკუთრებაში გადავიდა და ის ამჟამად არ ფუქციონირებს,- ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა ირაკლი ადეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიამ სესხის დაფარვა ვერ შეძლო, რის შედეგადაც კომპანიის აქტივები თიბისი ბანკის საკუთრებაში გადავიდა. სესხის ოდენობა ადეიშვილმა არ დააკონკრეტა.

კომპანია "იბერ მით ჯორჯიამ" თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ნატახტრის სასაკლაო 2010 წელს გახსნა. სასაკლაოს ამოქმედება თავის დროზე ხორცისა და ხორცპროდუქტების უსაფრთხოების კუთხით შემოღებულ ახალ სტანდარტებსა და მოთხოვნებს უკავშირდებოდა, რომლის მიხედვითაც საქონლის სასაკლაოზე დაკვლა სავალდებულო ხდებოდა.

2012 წელს კომპანიის სამმა დამფუძნებელმა თენგიზ მეზურნიშვილმა, ანტონ ინგოროყვამ და გრიგოლ ლომიძემ კომპანიის 100% იანი წილი, ირანული წარმოშობის ბიზნესმენს შაჰრამ შამელი რაჯაბს გმიჰყიდესს. Bm.ge-ს ინფორმაიით, გასხვისების შემდეგ ახალ ინვესტორს სასაკლაოს ამუშავების და ხორც-პროდუქტების ირანში ექსპორტის გეგმები ჰქონდა, თუმცა პროექტის განხორციელება ვერ შეძლო.