Home
Category
TV Live Menu
Loading data...

BAG-ის ახალი წევრი - "მედ დიაგნოსტიკა"

BM.GE
26.01.23 12:38
137
ბიზნეს ასოციაციის გასული წლის შედეგი 20 ახალი კომპანიაა. ზრდას 2023-შიც აპირებენ და ტრადიციას არც ჩვენ ვღალატობთ, უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების სიახლეებზე უნდა მოგიყვეთ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციას 2019 წელს დაფუძნებული გენეტიკური კვლევის ცენტრი „მედ დიაგნოსტიკა“ შეუერთდა, რომელიც მიზნად საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის მაღალტექნოლოგიური კვლევების დანერგვას ისახავს, რისი საშუალებითაც ექიმებმა ზუსტი და ოპერატიულ ინფორმაცია უნდა მიიღონ ანალიზების საზღვარგარეთ გაგზავნის გარეშე. 

„მედ-დიაგნოსტიკაში“ 500-ზე მეტი გენეტიკური კვლევა ხორციელდება, წერტილოვანი მუტაციიდან გენის სრულ სეკვენირებამდე. 

სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
ნათია ცაბუტაშვილი - "მედ დიაგნოსტიკას" დირექტორი.