Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„ბარაქამ“ სიმინდის მწარმოებელი ფერმერებისთვის აბაშაში “ღია კარის დღე” მოაწყო

BM.GE
08.11.22 10:21
117
აგროკომპანია „ბარაქამ“ სიმინდის მწარმოებელი ფერმერებისთვის აბაშაში ღია კარის დღე მოაწყო. შეხვედრაზე ბარაქას აგრონომებმა სიმინდის წარმოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. ღონისძიებაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, რომელიც სიმინდის მოსავლიანობაზე დიდ გავლენას ახდენს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში განეხილათ არსებული პრობლემები და ტენდენციები.