Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#BARTA - საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს მფლობელები

BM.GE
18.12.20 10:31
704
ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივმა პროექტმა, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან ერთად, საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გადაცემის ვირტუალურ ცერემონიას უმასპინძლა. BARTA, რომელიც 2019 წელს დაწესდა და მისი მფლობელები წელს მეორედ დასახელდნენ არის იმ ძალისხმევის ნაწილი, რომლის ამოცანაც არის ქართული კომპანიების კორპორაციული ანგარიშგების გამჭვირვალობის ხარისხის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევა. 2016 წელს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, დაჯილდოვების დამფუძნებლები და ორგანიზატორები მიზნას ისახავენ ხლი შეუწყონ ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობას, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისებას და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლებას ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

დაჯილდოვების ცერემონალზე გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ.
• მსხვილი საფინანსო კომპანიები – სს „თიბისი ბანკი“
• მსხვილი არასაფინანსო კომპანიები – სს „ნიკორა ტრეიდი“ და სს „თელასი“ (ერთობლივად)
• მცირე კომპანიები – შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“
• საპატიო ჯილდო – სს მსო „კრისტალი“

მათ შორის ბარტას გამარჯვებულები წელს მეორედ არიან კრისტალი, თელასი, საქართველოს სალიზინგო კომპანია და თიბისი.

სტუმრები: ვალერი ფანცულაია - "თელასი", PR დირექტორი;
დავით ურუშაძე - "ნოკორა ტრეიდი", აღმასრულებელი დირექტორი;