Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#BARTA-ში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დაიწყო

BM.GE
16.09.22 10:40
209
ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით 2022 წლის კონკურსს საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოსთვის რეგისტრაცია დაწყებულია და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ​წლევანდელი BARTA ღიაა საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის, რომელთა შორის არიან A და B სალისტინგო კატეგორიებში შემავალი კომპანიები, ბანკები თუ სადაზღვევო კომპანიები. როგორც კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, ამ კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. ევროპული და გლობალური მოვლენების გათვალისწინებით, კერძოდ კი, მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პირობებში, ამ ჯილდოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. 2022 წლის კონკურსში მდგრადი ანგარიშის ორი ნომინაციის დაემატა. 

სტუმარი: ირინა გორდელაძე - "მსოფლიო ბანკი"-ს უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში;