Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#BARTA2021 - ვინ გაიმარჯვა კონკურსში?

BM.GE
14.12.21 12:26
428
წელს უკვე მესამედ დასახელდებიან კომპანიები, რომლებიც „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს” მფლობელებად სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. 

BARTA-ს დაჯილდოება მსოფლიო ბანკისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის თანამშრომლობით, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში - ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ ხორციელდება. 

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“ წლიური ანგარიშგების ახალი კულტურის მხარდამჭერი პირველი ჯილდოა რომელიც 2019 წლიდან გაიცემა და ის საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო სისტემაში დაშვებულ კომპანიებს შორის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით წარმოებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგების წარმდგენ კომპანიებს გადაეცემათ.

თავის მხრივ ჯილდო ხელს უწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის უმნიშვნელოვან ფაქტორებს და ეს არის: კომპანიების გამჭვირვალობა, სწრაფვა კორპორატიული მართვისკენ და რაც მთავარია, პასუხისმგებლიან მმართველობას, რაც თავის მხრივ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს სტაბილურობისა და შეუქცევადი განვითარების გარანტია. კომპანიების ფინანსური გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულების ასეთ ხარისხს, სრულიად სხვა დისკურსში გადაჰყავს სახელმწიფოც და კერძო ინვესტორიც.

სტუმრები: ირინა გორდელაძე - "მსოფლიო ბანკი", უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში;
ნიკო გაგუა - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი;
გიორგი თაბუაშვილი - ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდის საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე;