Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება

5a12a771783a0
BM.GE
20.11.17 13:58
1068
იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8566.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.7 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2203.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (29.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6363.0 მლნ. აშშ დოლარს (7.8 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში 4160.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.6 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1700.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2324.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 531.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (17.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1793.2 მლნ. აშშ დოლარი (0.9 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.1 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 24.1 პროცენტი და იმპორტში 28.2 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ოქტომბერში შესაბამისად 29.3, 26.7 და 30.1 პროცენტი).

ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30.3 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 31.5 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში 2783.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 32.1 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 911.5 მლნ. აშშ დოლარი (59.6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1872.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (21.9 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32.5 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 41.4 პროცენტი და იმპორტში 29.4 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ოქტომბერში შესაბამისად 27.7, 33.5 და 26.0 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში დსთ- ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 23.1 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 23.0 პროცენტი).