Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

როდიდან შეგეძლებათ ქარის სადგურის აქციების შეძენა?

59ef56403042e
სალომე მეცხვარიშვილი
25.10.17 10:00
1069
ქარის ქართლის ელექტროსადგური საფონდო ბირჟაზე, სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ გავა. ამის შესახებ "საქმის კურსს" შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თორნიკე ყაზარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, უკვე გამოვლენილია იურიდიული კომპანია, რომელიც ამ მიმართულებით საკითხებს მოაგვარებს. ტენდერში კომპანია DLS-მა გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულებას ხელი თვის ბოლომდე მოეწერება.

ყაზარაშვილის განმარტებით, პირველ რიგში, უნდა მოხდეს რეორგანიზაცია და კომპანიის გადაკეთება შპს-დან სს-მდე.

"შემდეგ უკვე EBRD-თან რა ვალდებულებებიც არის ხელშეკრულებების მიხედვით, ამის გადახედვა უნდა მოხდეს და უნდა მოერგოს ისე, რომ გვქონდეს უფლება, გავასხვით აქციები და რეორგანიზაცია მოვახდინოთ“,- აცხადებს თორნიკე ყაზარაშვილი.

შემდეგი პროცესი ბროკერის შერჩევის სამუშაოები იქნება, რომელიც კონკრეტულად მოამზადებს რა ტიპის აქციები უნდა გამოუშვას კომპანიამ, რა ფასით, რა ნომინალით და სად უნდა განთავსდეს და ა.შ.

თორნიკე ყაზარაშვილის ინფორმაციით, ამ პროცედურებს, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში დაასრულებენ და ბირჟაზე გასასვლელად მზად იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართლის ელექტროსადგურის აქციების ბირჟაზე გასხვისების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.