10.Dec .2021 19:13

„ბაზარი ორბელიანზე“

226
Back

თბილისში, ორბელიანის მოედანზე, ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე, რეგიონის მასშტაბით უნიკალური კონცეფციის - „ბაზარი ორბელიანზე“ გაიხსნა. პროექტი კომპანია „მერკადომ“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 19 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც „თიბისის“ თანამონაწილეობა 9 მილიონი ლარია. უნიკალური კონცეფციის ბაზარი, სადაც 200-მდე სავაჭრო წერტილია განთავსებული, რამდენიმე ათას ადამიანს დაასაქმებს.