Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დეფიციტია - ნიკა ნანუაშვილი

BM.GE
08.11.22 18:12
169
ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დეფიციტია - ამის შესახებ BM.GE-თან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა განაცხადა. როგორც ნანუაშვილი ამბობს, ბიზნეს ასოციაციის სურვილი და მოსაზრებაა, რომ იმ ტიპის საწარმოებისთვის, სადაც რისკები მინიმალურია, კიდევ უფრო გამარტივდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლის ვალდებულება და კიდევ უფრო გაიზარდოს ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც თითოეული დაბალრისკიანი საწარმო ვალდებულია შეაფასოს სამუშაო გარემოში რისკები.