Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს დამატებით უჩივის

BM.GE
08.05.22 21:33
377
ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს კიდევ ერთხელ უჩივის - ამის შესახებ განცხადებას თავად ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია აკეთებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მარტის დასაწყისში ივანიშვილმა Credit Suisse-ს მიერ დაფუძნებულ ტრასტს, სადაც ივანიშვილის ქონება ინახებოდა, ფინანსური ოპერაციების განხორციელება დაავალა, ხოლო ბანკმა ეს ოპერაციები დროულად არ განახორციელა, რითიც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკმა მას შემდეგ კიდევ ერთი ტრანზაქციაც შეაყოვნა, რაც ამ დრომდე არაა განხორციელებული. 

განცხადებიდან ირკვევა, რომ სარჩელი შეტანილია დიდი ბრიტანეთის დაქვემდებარებაში არსებულ გერნსის კუნძულზე, რომელიც მრავალი ოფშორული კომპანიის და ფონდის მისამართს წარმოადგენს.

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს საკუთარი თანხის მიღება 2022 წლის 4 მარტს მოსთხოვა, თუმცა ამ ოპერაციის განხორციელება მხოლოდ 4 აპრილს მოხდა, ამ ერთთვიან პერიოდში კი ივანიშვილის მხარემ ბანკს არაერთი წერილი მისწერა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ “აღმოსავლეთ ევროპაში რთული პოლიტიკური ვითარების გამო” მეტი დრო სჭირდებოდათ. ამასთან, ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR ფირმის განცხადებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილს არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომთან და ის არც სანქცირებულ პირთა სიაში არაა.