Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#Binance-ი #FTX-ს ყიდულობს - რა ხდება კრიპტობაზარზე?

BM.GE
09.11.22 16:49
123

საერთაშორისო კრიპტობირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, ბირჟის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ დღეში 7.75%-ით, 905 მილიარდ დოლარამდე დაეცა. 24 საათში ბიტკოინის ღირებულება თითქმის 12%-ით, 17,395-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა, მის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 352 მილიარდ დოლარამდე დაეცა. რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ღირებულება ერთ დღეში 19,3%-ითაა შემცირებული, კრიპტოაქტივის სავაჭრო ფასი კი ამჟამად 1,196 დოლარს შეადგენს. 


უმსხვილესი კრიპტოვალუტებიდან ყველაზე ცუდი შედეგი სოლანას აქვს, მისი კაპიტალიზაცია ერთ დღეში 32%-ით შემცირდა. ბირჟაზე დაფიქსირებული ვარდნის მკვეთრი ტენდენცია პირდაპირ კავშირშია Binance-ის მიერ რიგით მეორე უმსხვილესი ბირჟის, FTX-ის შეძენის სიახლესთან. Binance-ის დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, FTX-ის ფინანსური მდგომარეობა უაღრესად ცუდ მდგომარეობაშია, რის გამოც Binance-მა გადაწყვიტა უდიდესი კონკურენტი იყიდოს და ამით მომხმარებლის აქტივები დაიცვას. FTX-ის გაკოტრების პირას ყოფნის სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს, რაც FTX-ის ტოკენის ფასზეც მკაფიოდ აისახა. რა მოვლენების მომსწრენი ვართ და როგორია ბოლო პერიოდში ბაზრის ტენდენციები?

სტუმარი: ლუკა ლომსაძე - MyCoins-ის კომერციული დირექტორი;