Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"თბილისის გენგეგმის დოკუმენტი ხარვეზიანია"

5a0fe4865d247
BM.GE
18.11.17 11:41
818
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ,,სითი ინსტიტუტმა’’ უკვე წარუდგინა თბილისის მერიას, თუმცა როგორც ,,ახალგაზრდა ადვოკატები’’ აცხადებენ, მერია მიღება-ჩაბარების აქტს ხელს არ აწერს, რაც უჩენთ გონივრულ ეჭვს, რომ არც ახლადდაკომპლექტებულ მერიას მოსწონს გენ გეგმის არსებული ვარიანტი. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დოკუმენტი ხარვეზიანია და ძალიან ბევრ უზუსტობას შეიცავს, შესაბამისად მიაჩნიათ, რომ საკრებულომ არ უნდა დაამტკიცოს დოკუმენტი, რომელიც სრულიად შეუსაბამისობაშია კონკურსის პირობებთან.

,,დოკუმენტში არ არის უზრუნველყოფილი მთავარი პრინციპი, რაც საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვას ეხება. არ არის წარმოდგენილი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შეფასება როგორიცაა რკინიგზის გადატანა, აგლაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის გადატანის საკითხი, ასევე დიდუბის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ათვისებისა და რეკრეაციული ზონების მოწყობის საკითხები’’-აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

მისი თქმით, ,,სითი ინსტიტუტის’’ მიერ მომზადებული დოკუმენტი უარყოფითად არის შეფასებული ასევე ფრანგი სპეციალისტების მიერ, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.

იმ შემთხვევაში თუ გენ გეგმის არსებულ ვარიანტს საკრებულო დაამტკიცებს, ახალგაზრდა ადვოკატები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ.