14.Jan .2021 20:24

“ბინებზე ფასები მთელი ქალაქის მასშტაბით შემცირდება"

511
Back

სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, დეველოპერებს ფასების შემცირება მოუწევთ, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ბინებზე ფასების შემცირებას ქალაქის მასშტაბით“, - ამის შესახებ Cushman & Wakefield Georgia-ს კვლევაშია აღნიშნული. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდგომ, კერძოდ, იანვარიდან დეკემბრამდე მოცემულ სექტორში ტრანზაქციების რაოდენობა თანდათანობით შემცირდება, გაყიდვების კლება თებერვალსა და მარტშიც გაგრძელდება.