Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

“ბიოქიმფარმში” GMP სტანდარტები დაინერგა

BM.GE
21.12.22 11:07
122
ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანიამ „ბიოქიმფარმი“ ისტორიული ბაქტერიოფაგების (ფაგების) საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების პროცესი დაასრულა. ევროკავშირის, EBRD-ის, FAO-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, 17,5 მილიონი ლარის (€6,000,000) 2-წლიანი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, „ბიოქიმფარმმა“ საწარმო ევროკავშირის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვა, რაც ევროკავშირში მიღებული სტანდარტია. ამ გზით, კომპანია, უახლოეს თვეებში, GMP სერტიფიცირებაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს. მინდა მოკლედ გითხრათ ამ კომპანიაზეც: „ბიოქიმფარმი“ საქართველოში დაფუძნებული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ბაქტერიოფაგის (ფაგების) პრეპარატებს აწარმოებს. ამჟამად, ფაგის მედიკამენტები ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა მსოფლიოს მასშტაბით. „ბიოქიმფარმი“ ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში ახორციელებს, ასაქმებს 60-ზე მეტ ადამიანს, ფლობს 2 საერთაშორისო პატენტსა და ფაგების კვლევა-განვითარებისა და წარმოების თითქმის 100 წლიან გამოცდილებას. „ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.