Home
Category
TV Live Menu
Loading data...

როგორია საქართველოში პირველი გოლფ კლუბი

59faf69c06b54
სალომე მეცხვარიშვილი
02.11.17 14:37
1105
საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის და პრემიუმ კლასის გოლფ კლუბი "თბილისი ჰილს" გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. კლუბი თელეთის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული. 

"თბილისი ჰილსის“ გოლფის 18-ფოსოიანი მოედანი 56 ჰა-ზეა მოწყობილი, რომელიც სარეკრეაციო ზონად ითვლება. პროექტი დაიგეგმა და იმართება საერთაშორისო კომპანიების მიერ, როგორებიცაა- Skinest Rail, Kaamos Group და FTT Golf.

ამ ეტაპისთვის პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 50 მილიონი ლარია.

თუმცა, კომპანია ადგილზე დამატებით 250 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ესტონელი ინვესტორი ოლეგ ოსინოვსკი ახალი დასახლების მშენებლობას გეგმავს, კერძო ვილებით, სასტუმროებით, აუზებით, სკოლებითა და საბავშვო ბაღებით.

"გვინდოდა, საქართველო მსოფლიო რუკაზე მოგვენიშნა ქვეყანად, რომელშიც არსებობს გოლფ ტურიზმი. დღესდღეობით ეს სფერო ქვეყნისთვის ძალიან მომგებიანი და მიმზიდველია. ქვეყნებში, სადაც არ არის გოლფის კორტები ცოტა ტურისტი ჩადის ან ჩადის ძირითადად დაბალშემოსავლიანი. მეორე, რაც გვინდა, განვახორციელოთ, არის ცხოვრების ახალი სტილი. რამდენადაც თბილისი ჰილსი ცხოვრების ახალი კონცეფციაა. აქ იქნება 1400 კერძო სახლი, სკოლა, საბავშვო ბაღები, აუზები, ამ ყველაფრის განხორციელება უკვე დაწყებული გვაქვს. პირველი სახლები მარტში უკვე მზად იქნება. გაყიდვები უკვე დაწყებულია. მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. კლიენტები არიან 50-50-ზე როგორც ქართველები, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეები",- აცხადებს ოლეგ ოსინოვსკი.