Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიუჯეტი 2022 - TI-ს შენიშვნები და რეკომენდაციები

BM.GE
28.10.21 14:15
379
ერთ კვირაში მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია უნდა დაუბრუნოს. ძირითადი მოლოდინი საჯარო სექტორში ხელფასების ზრდას უკავშირდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფინანსური დოკუმენტის პირველადი პროექტის წარდგენისას საკანონმდებლო ორგანოში ღიად განაცხადა, რომ საჯარო სექტორში ხელფასები კატასტროფულ მდგომარეობაშია. ვიდრე გავიგებთ, რამდენი ლარით და ვის გაეზრდება ანაზღაურება, მანამდე ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს შეგახსენებთ - მომავალ წელს მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ბიუჯტის დეფიციტი 4.3 პროცენტზეა დაგეგმილი. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე მთავრობა 4.4 მილიარდი ლარის მოცულობის ვალს აიღებს და ჯამური მაჩვენებული 33 მილიარდ 700 მილიონ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 52.1%-ია. ბიუჯეტის ეს პროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დაამუშავა და რეკომენდაციებიც მიამზადა.

სტუმარი: ბესო ნამჩავაძე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანალიტიკოსი;