Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბიზნესმა არ იცის როგორ გამოიყენოს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი"

5a47800950388
ელენე გოგბერაშვილი
31.12.17 12:00
977
ბიზნესმენი, თემურ ჭყონია ხელისუფლებას მოუწოდებს კერძო სექტორს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების ასათვისებლად მეტი ინფორმაცია მიაწოდოს. როგორც თემურ ჭყონია აცხადებს, ბიზნესმა არ იცის როგორ გამოიყენოს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი.

"ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან, ევროკავშირთან. მთავრობამ მიაღწია ამ ხელშეკრულებას, ახლა ისმის კითხვა, როგორ გამოვიყენოთ ეს შესაძლებობა, რა გავყიდოთ და ა.შ ყველა უყურებს ჩინეთს. არცერთმა არ იცის როგორ გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. ჩემი აზრით, იქ უნდა შეიქმენას საექსპორტო პროდუქციის საბითუმო სახლები, სადაც ჩვენი პროდუქციის მყიდველები იქნებიან ჩინელები. დასაწყისში არ უნდა ვეძებოთ პარტნიორები. ამის კორდინაცია სახელწმიფომ უნდა გააკეთოს. უფრო სწრაფ შედეგებს მივიღებთ’’-განუცხადა ბიზნესმენმა BM.GE-ს.