Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კომერციულ ბანკებში საკრედიტო დაბანდების მოცულობა იზრდება

5a40ddccd50d2
BM.GE
25.12.17 15:14
1124
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი დეკემბრისათვის 19.9 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 929.5 მლნ ლარით ანუ 4.9 პროცენტით მეტია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.4 პროცენტით მეტი). ეროვნული ბანკის ცნობით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 671.8 მლნ ლარით ანუ 6.1 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი გაიზარდა 2.3 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 257.7 მლნ ლარით, ანუ 3.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.2 პროცენტით).

მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 32.54 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.4 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.1 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.4 პროცენტი შეადგინა.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით; კრედო ბანკის გარეშე), 2017 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.0 მლრდ ლარით (5.0 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.0 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 21.6 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 235.5 მლნ ლარით (2.8 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 798.7 მლნ ლარით (6.6 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.4 პროცენტი შეადგინა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.5 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.0 მლრდ ლარის (7.1 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.9 პროცენტით მეტი).

2017 წლის ნოემბრის განმავლობაში 3.8 პროცენტით ანუ 412.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 11.2 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 40.69 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.32 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.