Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"საქართველო უნდა იყოს მნიშვნელოვანი მოთამაშე "ერთი სარტყელი-ერთი გზის" ფარგლებში"

5a1d059450acb
სალომე მეცხვარიშვილი
28.11.17 10:38
827
თიბისი ბანკის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველო უნდა გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე აბრეშუმის გზის ფარგლებში.

"დღეს არის უნმნიშვნელოვანესი ფორუმი, რომელიც მეორედ ტარდება საქართველოში. ეს არის კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ საქართველო უნდა იყოს მნიშვნელოვანი მოთამაშე „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ფარგლებში. ახლახანს დაბვრუნდით მე და ჩემი კოლეგები ჩინეთიდან, სადაც მოლაპარაკებას ვაწარმოებდით ჩინეთის უმსხვილეს კომპანიებთან. მინდა გითხრათ გზავნილი არის შემდეგი: ბოლო წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩინური კომპანიები ბოლო 4 წელია მუშაობენ შავ ზღვაზე, სულ რამდენიმე თვის პერიოდში მოხდა საქართველოს სტრატეგიულ გზად აღიარება. ამ შემთხვევაში ანაკლია არის სერიოზული ინტერესის სფერო. როგორც იცით, 20 დეკემბერს ვიწყებთ ამ გრანდიოზული პროექტის მშენებლობას",- განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე ტვირთების ნაწილი გაივლის, მაგრამ ამოცანა ანაკლიიდან ევროპაში ტვირთების გაგზავნა უნდა იყოს.

"მე ვფიქრობ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ანაკლია გაიხსნას დროზე და მოხდეს სატრანსპორტო რუქაზე ჩვენი სერიოზულად წარდგენა. ტვირთის ნაწილი, რა თქმა უნდა, გაივლის ყარსზე თუმცა, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ტვირთი მუშავდებოდეს საქართველოში, იშლებოდეს ანაკლიაში და მიდიოდეს ევროპის მიმართულებით",- აცხადებს ხაზარაძე.