Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მაგთიმ ტელევიზიის პაკეტის ფასი გაზარდა

59fac1f0f01d7
BM.GE
02.11.17 10:56
774
მაგთიმ ტელევიზიის პაკეტის ფასი გაზარდა, - კომპანიამ აბონენტებს ახალი ფასის შესახებ უკვე აცნობა.

"6 ქართული ტელეარხის, - რუსთავი 2, კომედი არხი, მარაო, იმედი, მაესტრო, GDS – ერთობლივი მოთხოვნით არხების რეტრანსლირება ტრანზიტორი ოპერატორებისთვის ხდება ფასიანი. ამის გამო მაგთიკომი იძულებულია 1-ლი დეკემბრიდან გაზარდოს ტელევიზიის პაკეტის ფასი 2 ლარით, ყველა გადასახადის ჩათვლით. ტარიფის ცვლილება ეხება მაგთიკომის ტელევიზიის ყველა აბონენტს„, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 6 ტელეარხი, მათ შორის "იმედი", "რუსთავი 2" და "მაესტრო", საკუთარი არხების რეტრანსილირებისთვის საკაბელო ოპერატორებს თანხას სთხოვენ, რასაც ავტორზებული პირების ნაწილი არ ეთანხმება. აღნიშნული არხები კომპანია Media Rights Georgia-ში გაერთიანდნენ.