Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბიზნესდავების გადაწყვეტა გერმანული მოდელით - რას სთავაზობენ საქართველოს?

BM.GE
30.11.22 11:55
111
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და გერმანიის ადვოკატთა ფედერალურმა პალატამ რამდენიმე დღის წინ ბიზნესდავების განხილვის გერმანული მოდელი წარადგინეს. ეს მექანიზმი სპეციალური პალატის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლის შემადგენლობაში ერთი პროფესიონალი მოსამართლე და ორი მსაჯული იქნება, პალატის წევრები კი საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციებისა და გაერთიანებების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

გერმანული მოდელის მიხედვით, შერჩეული მსაჯულებისგან მსაჯულთა რეესტრი შეიქმნება, საიდანაც კონკრეტული დავის განხილვისთვის კომერციულ პალატაში მსაჯულები წინასწარ განსაზღვრული გამჭვირვალე პროცედურების საფუძველზე შეირჩევიან. ადვოკატთა ასოციაცია ამბობს, რომ ამ მექანიზმმა სასამართლო სისტემაში კომპეტენცია და გადაწყვეტილებების მიმართ ნდობა უნდა გაზარდოს.

რა უპირატესობა აქვს გერმანულ მოდელს და რამდენად დააჩქარებს გერმანული მისი ქართულ სამართლებრივ სივრცეში ადაპტირება საქმეების განხილვის ვადებს, რომელიც ფაქტია ხშირ შემთხვევაში წლები გრძელდება.

სტუმარი: დავით ასათიანი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე;