Home
Category
TV Live Menu
Loading data...

7 ადამიანი, რომელიც ბიტკოინით გამდიდრდა

5a1a6f299be76
BM.GE
26.11.17 14:00
847
მიმდინარე წელს ბიტკოინის ღირებულება 960 აშშ დოლარიდან 8 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა. კრიპტოვალუტით გამდიდრებული ადამიანების რიცხვი თანდათან იზრდება, მათმა უმეტესობამ კი მილიონების შოვნა შეძლო:

1.ტყუპი ძმები უინკლვოსები

ბიტკოინით გამიდირდნენ ტყუპი ძმები უინკლვოსები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში, უშედეგოდ ედავებოდნენ მარკ ცუკერბერგს Facebook-ის ავტორობას. ისინი კრიპტოვალუტების ბაზარზე მოწინავე მოთამაშეებად ითვლებიან. NY Times-ის მიხედვით, ძმებმა 2013 წელს 11 მილიონი აშშ დოლარი ბიტკოინში ჩადეს, რისი წყალობითაც ბიტკოინ-კლუბში ყველაზე მდიდართა რიცხვში მოხვდნენ.

2. ბარი სილბერტი

სილბერტი კრიპტოვალუტის გურუდ არის აღიარებული. იგი Digital Currency Group-ის დამფუძნებელია. სილბერტმა ბიტკოინის გამოჩენისთანავე დაინახა მისი პერსპექტივა. მან 2014 წელს აშშ-ში აუქციონზე 48 ათასი ბიტკოინი შეიძინა. მაშინ პირველი კრიპტოვალუტა მხოლოდ 350 აშშ დოლარი ღირდა. მას შემდეგ სილბერტის წილი 16-ჯერ გაიზარდა - 16.8 მილიონი აშშ დოლარიდან 268.8 მილიონ აშშ დოლარამდე.

3. ტიმ დრეიპერი

მილიარდერი ტიმ დრეიპერი ვენჩურული კაპიტალის ერთგული მიმდევარია. დრეიპერმა Skype-ში ინვესტირებით თანხები მოიზიდა და 2014 წელს აუქციონზე 19 000 აშშ დოლარად 30 000 ბიტკოინი შეიძინა.

4. ჩარლი შრემი

ჩარლი შრემი ბიტკოინის ერთ-ერთი პირველი გულშემატკივარი და Bitcoin Foundation-ის პირველი წევრია. მან 2011 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს იყიდა 500 ბიტკოინი - იმ დროს 1 ბიტკოინი მხოლოდ 3 აშშ დოლარი ღირდა. იმ პერიოდში დაიწყო კრიპტოვალუტის კურსის ზრდა, ამიტომაც შრემმა გარისკა და ათასობით ბიტკოინის ყიდვა დაიწყო. მოგვიანებით მან შექმნა ბირჟა BitInstant, რომელსაც ამერიკაში ბიტკოინებით ვაჭრობის 70 000 წერტილი ეკუთვნის.

5. იუფუ გუო

ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლის დროს იუფუ გუო დამატებითი ფულის შოვნის მიზნით ბიტკოინის მაინინგით იყო დაკავებული. მან ბიტკოინის ბაზარზე 2010 წელს დაიწყო მუშაობა. მაშინ მისი მიზანი არა გამდიდრება, არამედ სტუდენტური ხარჯების დაფარვა იყო. მათი საშუალებით ის საცხოვრებელ ქირას და სხვა გადასახადებს იხდიდა. საბოლოო ჯამში, გუო მიხვდა, რომ ბიტკოინს დიდი მომავალი აქვს. ცოტა მოგვიანებით სწავლას თავი დაანება და პირველი კომპანია დააარსა.

6.ჯერად კენა

კენა ყოფილი მეზღვაური, ამჟამად კი ცნობილი ბიტკოინ-მეწარმეა. მან თავისი პირველი ბიტკოინების შეძენა სულ რაღაც 0,2 აშშ დოლარად დაიწყო. მოგვიანებით კი ისინი 258 აშშ დოლარად გადაცვალა. კენა თავისი ბიტკოინების რაოდენობას და ღირებულებას არ ამჟღავნებს.

7.სატოში ნაკამოტო

ნაკამატომ 2009 წელს გამოქვეყნა სტატია, რომელშიც კრიპტოვალუტის მუშაობის მექანიზმს აღწერდა და ამის შემდეგ გაუჩინარდა. მიუხედავად სხვადასხვა ვერსიისა, მისი ნამდვილი სახელი ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ ნაკამოტო დაახლოებით 1 მილიონი ბიტკოინის მფლობელია.