30.Sep .2022 12:09

ბიზნესის განწყობები და პერსპექტივა

Back

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2022 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8%-მდე გაზარდა. ახალი საპროგნოზო მაჩვენებელი 5 პროცენტული პუნქტით მეტია წინა პროგნოზთან შედარებით. 

EBRD-ში აღნიშნავენ, რომ საპროგნოზო მაჩვენებლის ცვლილების მთავარი მიზეზი, ტურიზმის სექტორის შემოსავლების თითქმის სრული აღდგენაა. გარდა ამისა, რუსული ბიზნესებისა და ICT პროფესიონალების შემოდინება საქართველოში და მათი ფულადი გზავნილები დაეხმარა ტურიზმისა და სერვისების სექტორებს. თუმცა, გაფართოვდა სავაჭრო დეფიციტიც, რადგანაც იმპორტისა და ექსპორტის დონე 30%-ით გაიზარდა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ეროვნული ვალუტის გამყარების დადებით ფაქტორებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ინფლაციის 12.5%-დან 10.9%-მდე შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ლარის გამყარების გამო, იმპორტირებული საქონლის ფასების ზრდის გავლენის შემცირება იყო.

2023 წლისთვის ეკონომიკური ზრდა 5%-მდე იკლებს, რადგან რისკები კვლავ მაღალია და არსებობს ნეგატიური საგარეო შოკების საფრთხე.

სტუმრები: თამარ ბაღდავაძე - სასტუმრო "კოსტე"-ს დამფუძნებელი;
ნიკა გოგოლაძე, - TUrebi.ge-ის დამფუძნებელი;