Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესის განწყობები და საინვესტიციო გარემო

BM.GE
05.08.22 10:40
363
ბიზნესის განწყობის ინდექსი: ბიზნესის საზაფხულო განწყობა – ასეთი საინტერესო სათაურით გამოაქვეყნა თავისი მიგნებები ISET-მა. 

რას ამბობს ეს ინდექსი? 

2022 წლის III კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი 2.6 პუნქტით გაიზარდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობა ყველაზე მკვეთრად – 13.8 პუნქტით – მშენებლობის სექტორში გაუმჯობესდა. წამყვანი აქ მიმდინარე მდგომარეობასთან დაკავშირებული გაუმჯობესებული მოლოდინებია. 

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2022 წლის II კვარტალთან შედარებით 16.2 პუნქტით გაიზარდა და 2022 წლის III კვარტლისთვის 6.7-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობა ყველაზე მეტად მომსახურებისა (+38.7) და მშენებლობის (+30.8) სექტორებში გაუმჯობესდა. მომსახურების შემთხვევაში 38.7–პუქტიანი ზრდაა, ხოლო მშენებლობაში 30.8 პუნქტითაა გაუმჯობესებული მიმდინარე მდგომარეობა. 

სტუმარი: გიორგი პაპავა - ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი;