Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"სოფლის მეურნეობაში ექსპორტიორების რაოდენობა არ იზრდება"

5a34d03851a17
სალომე მეცხვარიშვილი
16.12.17 14:00
1435
სოფლის მეურნეობაში თანხები იდება, მაგრამ ექსპორტიორ კომპანიათა რაოდენობა არ იზრდება,- ამის შესახებ საქმის კურსს "ექსპორტიორთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა გვანცა მელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო პროექტებში ძირითადად მცირე მეწარმეები ფინანსდებიან, რაც საექსპორტო პოტენციალზე ეს ვერ მაოხდენს გავლენას.

"შეუძლებელია მცირე მეურნეობამ ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომ გავიდეს საექსპორტოდ. თუნდაც ეს ასე იყოს, მოცულობაში და ღირებულებაში არ მოგცემს ისეთ შედეგს, როგორიც საჭიროა ჩვენი სავაჭრო ბალანსისთვის.

ამ დროისთვის გაზრდილია ინვესტირება ბანკების მეშვეობით და სახელმწიფოც ეხმარება ამას, თუმცა, მაინც არ არის საკმარისი საექსპორტო პოტენციალი შექმნილი ქვეყანაში.

ვინც კი დღეს არის ქვეყანაში და აწარმოებს შესაბამისი ოდენობისა თუ ხარისხის პროდუქციას, თითქმის ყველა წარმატებით ახორციელებს ექსპორტს“,- აცხადებს გვანცა მელაძე.

მისივე თქმით, სფეროს ახალი საახეები სჭირდება, ამისთვის კი საჭიროა მარკეტინგსა და განათლებაში თანხების ჩადება.

„ძალიან ბევრი საწარმოა დღეს აშენებული, იმაზე მეტი დანადგარია საქართველოში, ვიდრე ნედლეული შეიძლება გადამუშავდეს. არ არსებობს ამ დანადგარების გამოყენების შესაბამისი ცოდნა და უნარები. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ფერმერების განათლების დონე არის გასაუმჯობესებელი. თუ არ გამსხვილდა ეს მეურნეობები, არ გახდა უფრო კომერციული, ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალი ვერ გაიზრდება",- აცხადებს გვანცა მელაძე.