Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესის როლი ქალთა გაძლიერებაში

BM.GE
30.03.21 10:25
338
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის შემცირება აღინიშნა, თუმცა ამ პროცესის სარგებელი არათანაბრად განაწილდა მამაკაცებსა და ქალებს შორის, – ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „2020 წლის საქართველოს გენდერული შეფასება“.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები ქალებისთვის მნიშვნელოვნად ცვალებადობს, რაც დამოკიდებულია მიღებულ განათლებაზე, ოჯახურ მდგომარეობასა და სოციალურ-დემოგრაფიულ მახასიათებლებზე. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მიღწეული წინსვლის მიუხედავად, COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში ქვეყანა სტაგნაციისა და ზოგიერთ სფეროში უკუსვლის რისკის წინაშეც კი დგას.

„2020 წლის საქართველოს გენდერული შეფასების“ თანახმად, ქალების წვდომა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე შეზღუდულია მამაკაცებთან შედარებით.

„საქართველოში გენდერული უთანასწორობა შრომით რესურსებში მონაწილეობის თვალსაზრისით, 19 პროცენტული ერთეულია, ხოლო რაც შეეხება ხელფასს, მამაკაცების ანაზღაურება 16 პროცენტით მაღალია, ვიდრე ქალებისა, დემოგრაფიული და სამუშაოს მახასიათებლების გათვალისწინებით.

ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც ქალების ეკონომიკური აქტივობის წახალისებისთვის იგეგმება და ხორციელდება. დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის კვლევის შედეგებზე ვისაუბრებთ, რომელთა მხრიდან გამოწვევეის საპასუხი აქტიურიბა და აქტივობები გარდა მონაცემების შეგროვებისა ბიზნეს მედიის ყურადღების ქვეშ ასევე ხშირად ექცევა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და PricewaterhouseCoopers საქართველოს ოფისის ახალი კვლევის მიხედვით, 40 კომპანიის სხვადასხვა ინიციატივით ქალებმა შეძლეს პროფესიული განვითარება, მიიღეს სტიპენდიები და გრანტები, გაიარეს მენტორობის პროგრამები და სტაჟირება. მხოლოდ 21-მა კომპანიამ 2018-2021 წლებში ქალთა გაძლიერებაზე 1 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს თანხა, ძირითადად, ტრენინგებზე, პროფესიულ განვითარებაზე, გრანტებზე, სტიპენდიებზე, ქალი მეწარმეებისა და ქალების მიერ მართული საწარმოებისგან შესყიდვების განხორციელებაზე ნაწილდება. ეს ის შემთხვევაა როცა რიცხვები ცალსახად მნიშვნელოვანია თუმცა არანაკლები მნიშვნელობა აქვს ჯამურ ეფექტს ანუ შედეგს.

სტუმრები: ანა ფაშალიშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი;
ნინო ჩოლოყაშვილი - PwC საქართველო, უფროსი მენეჯერი