Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესის შეღავათები აცრილებისთვის - უფასო დასვენება მარტვილში!

BM.GE
11.05.21 12:46
367
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, განცხადებით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილი პირებისთვის გარკვეულ შეღავათებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ნათია თურნავას თქმით, მსგავსი მიდგომა მსოფლიო პრაქტიკის ნაწილია. მინისტრის აზრით, აცრილ ადამიანებს შეღავათები არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან უნდა დაუწესდეთ, არამედ ამ პროცესში კერძო სექტორიც უნდა ჩაერთოს.

ეს ინიციატივა ტურიზმის სექტორის ნაწილმა მალევე აიტაცა და მაგალითად, საოჯახო სასტუმრო MartVilla-მ, ადამიანებს მარტვილში აცრაზე დარეგისტრირების შემთხვევაში სასტუმროს ნომერი უფასოდ შესთავაზა. ინიციატივამ შეიძლება ითქვას, რომ შედეგი გამოიღო და მარტვილში უკვე შევსებულია ვაქცინაზე რეგისტრაცია.

სტუმარი: ლადო დანელია - საოჯახო სასტუმრო "MartVilla", დამფუძნებელი.