Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი იხსნება

59fd7cea38a4e
BM.GE
04.11.17 12:38
991
7 ნოემბერს აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში პირველი ქართული რესტორანი იხსნება. აღნიშნულ ინფორმაციას Eater Washington DC და აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რესტორნის დამფუძნებლები ადგილობრივი მოქალაქეები ჯონათან და ლაურა ნელმსები იქნებიან.

რესტორნის მთავარი მამოძრავებელი ძალა კი საქართველოს საელჩოს ყოფილი შეფ-მზარეული მალხაზ მაისაშვილი იქნება. ამერიკელ მომხმარებლებს შეეძლებათ დააგემოვნონ ისეთი კერძები, როგორიცაა : ხაჭაპური , ხინკალი, საცივი, ფხალი, მწვანე ლობიო და სხვა . რესტორანი სტუმრებს ქართულ ღვინოსაც შესთავაზებს. გარდა ამისა, მომზადებისას გამოყენებული იქნება ქართული სანელებლები. რესტორანი 136 სტუმარზე იქნება გათვლილი და ინტერიერი ქართული ტრადიციული ელემენტებით იქნება გაჯერებული.