17.Dec .2020 18:18

ბიზნესს გაზი უძვირდება? – თურნავას განცხადებას „თბილისი ენერჯიში“ უარყოფენ

164
Back

გაძვირდება თუ არა თბილისში კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი აირი 24 თეთრით მომავალი წლის 3 იანვრიდან? - დღემდე ვიცოდით, რომ ძვირდებოდა, რადგან ამის შესაახებ ბიზნესი 1 თვით ადრე თავად თბილისი ენერჯიმ საჯაროდ გააფრთხილა, მაგრამ კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დღეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ "თბილისი ენერჯისთან" კონსულტაციის შედეგად, მომავალი წლიდან კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი აირი არ გაძვირდება და ისევ 86 თეთრი დარჩება, თუმცა თბილისი ენერჯიში ნათია თურნავას ინფორმაციას არ ადასტურებენ.