Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩაქვის აკვატორიაში თევზის უნიკალური ეგზემპლარი მოიპოვეს

5a8e800e98185
BM.GE
22.02.18 12:31
871
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოპოვებული ეგზემპლარის შესწავლა განახორციელეს და დაადგინეს, რომ აღნიშნული თევზის სახეობა მიეკუთვნება” ზღვის ეშმაკს” – (Lophius piscatorius) რომელიც, მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია.

უწყების ცნობით, შავ ზღვაში თევზის ეს სახეობა იშვიათია, საქართველოში ხმელთაშუა ზღვის აუზიდან აღწევს, გამომდინარე იქიდან, რომ შავი ზღვის სიღრმისეული ფენები 130-ი მეტრი სიღრმის ქვევით გოგირდწყალბადით არის გაჯერებული მისი საქართველოში მოპოვება მაღალი სამეცნიერო ფაქტია.

ზღვის ეშმაკის მოპოვების პირველი შემთხვევა 1955 წლით თარიღდება, ამ დროს ბათუმის მახლობლად მოპოვებული ეგზემპლარის ფიტული დღეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

მოგვიანებით ზღვის ეშმაკის ერთი ეგზემპლარი მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 2008 წელს ფოთის აკვატორიაში მოიპოვეს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს.

აღნიშნული შემთხვევა თევზის სახეობის მოპოვების მესამე ფაქტია.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის მონიტორინგს და სამეცნიერო კვლევებს აგრძელებენ.