Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Nexia TA Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სატრანსფერო ფასწარმოქმნის შესახებ

59cbb10059727
BM.GE
27.09.17 18:08
946
NEXIA TA Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია და სემინარი სატრანსფერო ფასწარმოქნის შესახებ. ღონისძიებას კახა ბენდუქიძის საუნივერსტეტო კამპუსმა უმასპინძლა.

კონფერენციაზე ნექსია თიეის ექსპერტებთან და შემოსავლების სამსახურის სპეციალისტებთან ერთად Nexia International-ის წევრი იტალიისა და გერმანიის ოფისების წარმომადგენლები, საერთაშორისო დაბეგვრისა და სატრანსფერო ფასწარმოქნის მიმართულების დირექტორი Gian Luca Nieddu და საგადასახადო პარტნიორი Benno Lange წარსდგნენ მოწვეული სტუმრების წინაშე. გამომსვლელებმა სატრანსფერო ფასწარმოქნის პრინციპებსა და მათ დანერგვაზე ისაუბრეს, ასევე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები გააცნეს.

NEXIA TA Georgia-მ კონფერენციაზე წარადგინა BEPS (დასაბეგრი ბაზის შემცირება და მოგების გადატანა) სამოქმედო გეგმის შესახებ საინფორმაციო ბროშურის ქართული თარგმანი, რომელიც უსასყიდლოდ გავრცელდება და გადასახადის გადამხდელებს მიაწვდის ინფორმაციას საერთაშორისო დაბეგვრასთან დაკავშირებით მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

კონფერენციასა და სემინარს ბიზნესის 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის საქართველოში არსებული სხვადასხვა აუდიტორული თუ საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები.


®