Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Georgian Airways: ჯერ ჩვენ ვაანონსებთ ახალ მიმართულებებს, შემდეგ კი იმავეს Wizz Air

5a43a67056523
სალომე მეცხვარიშვილი
28.12.17 11:14
746
თუ დააკვირდებით ჯერ ჩვენ ვაანონსებთ ახალ მიმართულებებს, შემდეგ კი Wizz Air,- ამის შესახებ bm.ge-ს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ავიაკომპანიების ახალი მიმართულებები გარკვეულწილად ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ ამ შემთხვევაში პირველი ძირითად შემთხევაში Georgian Airways-ია.

კითხვაზე, აღიქვამს თუ არა Georgian Airways კონკურენტად Wizz Air-ს მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა და ქუთაისიდან დაფრინავს, გივი დავითაშვილი აცხადებს, რომ გარკვეულწილად ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან.

თუმცა, გივი დავითაშვილი ამბობს, რომ Wizz Air-სგან განსხვავებით მათი უპირატესობა ისაა, რომ თბილისის აეროპორტიდან ყველა მიმართულებით ცენტრალურ აეროპორტებში დაფრინავენ.