Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უმსხვილესი ბანკები ბლოკჩეინს "ტესტავენ"

5a1430f19eccf
BM.GE
21.11.17 17:56
896
უმსხვილესმა ბანკებმა ბლოკჩეინი ფასიანი ქაღალდების ოპერაციებისთვის გამოიყენეს. საპილოტე პროექტის მონაწილეები იყვნენ JPMorgan Chase, Goldman Sachs, BNP Paribas, Credit Suisse და Citi.

საპილოტე პროექტში მონაწილე ყველა ბანკმა ერთხმად განაცხადა, რომ ფასიანი ქაღალდების ოპერაციებში ბლოკჩეინის ჩართვა ფინანსურ ბაზრებზე ოპერაციების გამჭვირვალობასა და ეფექტურობას შეუწყობს ხელს. ამასთან, როდესაც გარიგების ყველა მხარე იდენტურ მონაცემებს გამოიყენებს, გარიგებები შესაძლოა უფრო სწრაფად შედგეს.

ბლოკჩეინის ტექნოლოგიის კომპანია Axoni ექსპერიმენტს 100%-ით წარმატებულს უწოდებს.

გარდა ამისა, JP Morgan ორ ბანკთან ერთად, Interbank Information Network-ის პროექტის ფარგლებში, ბლოკჩეინის გამოყენების სხვა შესაძლებლობაზეც მუშაობს, რომელიც გადახდის სისტემების განვითარებას გულისხმობს.