Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საქართველო, - ქვეყანა სადაც ოფშორული საბანკო ანგარიშის გახსნა ყველაზე მარტივია"

5a128b26777e1
BM.GE
20.11.17 12:00
1338
"საქართველო, - ქვეყანა სადაც ოფშორული საბანკო ანგარიშის გახსნა ყველაზე მარტივია", - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Business Insider აქვეყნებს.

სტატიის ავტორი წერს, რომ მას საქართველოში ოფშორული ანგარიშის გასახსნელად მხოლოდ 20 წუთი დასჭირდა. ავტორი მკითხველს საქართველოს უახლოეს ისტორიას აცნობს და ამბობს, რომ ქვეყანამ განვითარების ეტაპს 2003 წლის შემდეგ მიაღწია.

"დღეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც კორუფციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ქვეყანა მოწინავე ადგილზეა Doing Business-ის რეიტინგში და ქართველები ამით ამაყობენ“, - ვკითხლობთ სტატიაში. ავტორი დასძენს, რომ მსგავსი კლიმატი უცხოურ კაპიტალს იზიდავს ქვეყანაში.

გარდა ამისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად იქცა და ბოლო 4 წელში ქვეყანაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა გაორმაგდა.

სტატიის ავტორი აქცენტს აკეთებს საქართველოში მოხვედრის სიმარტივეზეც:

„მსოფლიოს 90 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ჩასვლა ვიზის გარეშე შეუძლია. თუმცა განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, სადაც უვიზოდ 90 დღის განმავლობაშია დარჩენა შესაძლებელი, საქართველოში უვიზოდ ყოფნა მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ.

მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ მიუღწევია მსგავსი პროგრესისთვის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით დროის მსგავს მოკლე პერიოდში", - აღნიშნავს ავტორი და დასძენს რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყნაში უცხოელისთვის საბანკო ანგარიშის გახსნა პრობლემებთანაა დაკავშირებული, - თუმცა არა საქართველოში.

"საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ბანკები წარმოდგენილი არაა. ჩემი გამოცდილება კი აჩვენებს რომ ქვეყნაში საუკეთესო ბანკი TBC-ია. ანგარიშის გასახსნელად მხოლოდ პასპორტი და 20 წუთი დამჭირდა. უფრო მარტივი ეს არსად იქნებოდა და მსოფლიოში აპრობირებული ბიუროკრატიის შემდეგ, საქართველოში ბანკის ანგარიშის გახსნა ამოსუნთქვას ჰგავს", - წერს ავტორი.