Home
Category
TV Live Menu
Loading data...

4,7% - წლის ცხრა თვის ეკონომიკური ზრდა

59f6cfd858f87
BM.GE
30.10.17 11:05
739
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,0 პროცენტი შეადგინა, 2017 წლის III კვარტალში 4,4 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,7 პროცენტი დაფიქსირდა.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის სექტემბერში ეკონომიკური ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, მშენებლობა. დამატებული ღირებულების კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის დარგში.