Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

IMF საქართველოში ერთ-ერთ გამოწვევად განათლების რეფორმას ასახელებს

5a8d125ed28a2
BM.GE
21.02.18 10:31
682
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ერთ-ერთ გამოწვევად განათლების რეფორმას ასახელებს. ფონდის რეგიონალური წარმომადგენელი bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში უნდა შემცირდეს სამუშაო ძალასა და ბაზრის მოთხოვნებს შორის არსებული უთანაბრობა.

„განათლების რეფორმას რამოდენიმე ფაქტორი აქვს, რომელსაც შეუძლია შეამციროს ეს შეუსაბამობა. განათლების რეფორმის შედეგი, შესაძლოა საშუალო ან გრძელვადიან პერიოდში დავინახოთ, მაგრამ თუკი იფიქრებთ საგანმანათლებლო ტრეინინგებზე - რომლებიც შეიძლება 6 თვეს მოიცავდეს, თქვენ მიიღებთ სამუშაო ძალას რომელიც დააკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს. ასე რომ, პროფესიული გადამზადება შედეგის სწრაფად მიღების ერთ-ერთი გზაა“, - ამბობს ფრანსუა პეშო.