Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა გამოვლინდა

5a2fab41a1e95
BM.GE
12.12.17 14:22
949
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ისნის რაიონში, მელაანის ქუჩაზე 25-ზე მეტი უნებართვო მშენებლობა გამოავლინა.

ადგილზე დღეს მოსახლეობას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი და ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე შეხვდნენ.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, მოსახლეობას გონივრული ვადა მიეცა, რათა უკანონო ნაგებობების დემონტაჟი თავად მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები გატარდება.

"ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სახლებში, თაობები გაზარდეს, მაგრამ გარკვეული ბიუროკრატიული მიზეზების გამო ქონების რეგისტრაცია ვერ მოახერხეს, საცხოვრებელი ფართები პერიოდულად დაუკანონდეთ, მაგრამ აქ სრულიად განსხვავებული შემთხვევაა, როდესაც ქაოსურად, ყოველგვარი ნებართვის გარეშეა აშენებული ნაგებობები. ვესაუბრეთ მოსახლეობას, მივცემთ გონივრულ ვადებს და შესაბამისი ღონისძებები გატარდება", - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

გიორგი ბაგრატიონის განცხადებით, შენობის ე.წ. მესაკუთრეებმა ზედამხედველობის სამსახურისგან გაფრთხილება მიიღეს. უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით კი, კონტროლი გამკაცრდება და თბილისის მასშტაბით, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობა 10 000 ლარით დაჯარიმებას იწვევს და შენობა დემონტაჟს ექვემდებარება.